Monday, May 30, 2011

tele

Mobiluri telefonis istorias win 
didi shroma da 
istoria udzevs. 
mecxramete 
saukunis dasawyisshi frangma 
klod shapma gamoigona 
sistema, 
romelsac daarqves 
telegrafi, rac nishnavs: gwer 
shoridan. 
amaglebul 
adgilebze ashenebdnen 
sasignalo koshkebs, matze 
amontajebdnen ori grdzeli 
tamasis mqone specialur xis 
konstruqcias. am mowyobilobis meshveobit im droindeli operatorebi koshkidan koshkze gadascemdnen 
shetyobinebas. atwleulebis 
ganmavlobashi gamogoneba ufro 
da ufro srulyofili 
xdeboda. pirveli saubari shedga 
1876 wlis 10 marts da ukve 
1883 
wels bostonsa da niu iorks 
shoris gaixsna mudmivi 
satelefono kavshiri. 1879 wels edisonma, 1880 wels krosslim, shemdeg gouverma da 
belma gamoigones 
gansxvavebuli principit 
momushave telefonis aparatebi. 
chventvis chveuli tanamedrove 
tipis telefonis aparatis 
ushualo winapari sheiqmna 1930 
wels. 
mobiluri satelefono 
kavshiris idea gauchnda kompania. 
bell labs jer kide 1946 
wels. 1947 wlidan am firmam 
sheqmna msoflioshi pirveli 
avtosagzao radio 
telefonuri kavshiris servisi, 
romelic warmoadgenda radio 
gadamcemisa da telefonis 
hibrids. avtomobilis 
sabargulshi dayenebuli radio 
sadguris, romelic iwonida 
12 kilograms da 
manqanis saxuravze 
gantavsebuli 
specialuri antenis sashualebit 
unda dakavshirebuliyavi 
satelefono sadgurs da misi 
meshveobit gageketebina 
chveulebrivi satelefono zari. 
am servisma gaudzlo xut 
weliwads. kompania motorola-m 
ufro swrafad miagwia 
warmatebas. man fichuri 
telefonis pirveli modelis 
sheqmnas moandoma 15 weli da 
100 
mln. dolari. 1973 wlis 3 
aprils, manhetenze moseirne 
kompania motorola-s 
injinerma 
martin kuperma gaaketa 
ramdenime istoriuli zari 
mobiluri telefonit, 
romelic iyo 25 santimetri 
sigrdzis da 5 santimetri 
siganisa da sisqis, iwonida ert 
kilogramamde. rogor 
fiqrobt pirvels vis 
daureka martin kuperma? konkurentebs. 
pirveli gasayidi fishuri 
mobiluri telefoni dynatac 
8000x gamoushves mxolod ati 
wlis shemdeg 1983 wlis 6 marts. 
is iwonida 794 grams da misi 
zomebi iyo 33 x 4,4 x 8,9 sm., 
akumulatori udzlebda mxolod 
ert saat saubars. is girda $3.995. miuxedavad imisa, rom 
safasuri warmoadgenda im 
droisatvis dzalian did tanxas, 
mobiluri telefonis yidvis 
msurvelta rigi iyo sakmaod 
mravalricxovani da isini 
wlobit elodebodnen tavis 
rigs. 
shemdeg mobiluri telefonebis 
warmoebashi ganvlo mtelma 
epoqam. 
international 
telecommunication 
union-is monacemebit 1995 
wlisatvis msoflioshi ukve iyo 
90,7 milioni mobiluris 
mflobeli, dges albat mati 
ricxvi miliard naxevarze metia.

Sunday, May 22, 2011

ანბანი

= ისტორია ==
პირველი ანბანი დაახლოებით 3500 წლის წინ შეიქმნა იმ ხალხთა მიერ, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სახლობდნენ და სემიტური ენების წარმომადგენელ ენაზე ლაპარაკობდნენ. პირველი ჩვენამდე მოღწეული ანბანი ფინიკიელებმა შექმნეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ ფინიკიური ანბანი ორი მიმართულებით გავრცელდა: აღმოსავლეთით – სხვა სემიტური ტომების წარმომადგენელ ხალხებში (არაბული და ებრაული ანბანი) და დასავლეთით – ძველ საბერძნეთში. ძველი ბერძნული ანბანი საფუძვლად დაედო ეტრუსკულ, ლათინურ, გოთურ, სლავურ ანბანებს.

დღესდღეობით მთელ მსოფლიოში დაახლოებით 50 ანბანია გავრცელებული. ისინი განსხვავდებიან გრაფიკული იერ–სახით, ისტორიული წარმომავლობით და იდეალური ანბანისაგან დაშორების ხარისხით. ანბანური დამწერლობა მით უფრო იდეალურად ითვლება, რამდენადაც თითოეული ასო (გრაფემა) ზუსტად შეესატყვისება ფონემას. ამ მხრივ არსებულ ანბანთა შორის, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სრულყოფილი ანბანია. აქ თითოეული ფონემა სათანადო გრაფემით აღინიშნება. ქართულ ანბანში არ არის შემთხვევა, რომ რამდენიმე ნიშანი ერთ ფონემას გადმოსცემდეს, ერთი და იგივე გრაფემა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ფონემას აღნიშნავდეს, ან კიდევ – გამოყენებული იყოს ფონემათა ჯგუფის აღსანიშნავად (როგორც ამას ადგილი აქვს სხვა ენებში, მაგალითად ფრანგულში, გერმანულში, ინგლისურში).

ასოების რაოდენობა ანბანში საშუალოდ 20–დან 30–მდე მერყეობს. ძველ ფინიკიურ კონსონანტურ ანბანში 22 ასო იყო. ძველ ბერძნულში 24, ქართულ ანბანში კი – 33 ასოა, მათ შორის 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანი. ჰავაის კუნძულებზე გავრცელებულ ანბანში მაგალითად 12 ასოა, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ნაკლებასოიან ანბანს წარმოადგენს, სინჰალურ ანბანი კი, რომელსაც კუნძულ შრი–ლანკას მაცხოვრებლები იყენებენ, 50–ზე მეტ ასოს შეიცავს.

პირველი ტელეფონი

პირველი საუბარი ტელეფონით

პირველი ტელეფონი 1876 წელს, ალექსანდრ ბელმა აშშ-ში დააპატენტა. მას "მოლაპარაკე ტელეგრაფს" ეძახდნენ. პირველი საერთაშორისო საუბარი ნიუ-იორკსა და ლონდონს შორის, ტრანსოკეანური სატელეფონო კაბელის მეშვეობით 1927 წელს შედგა. მობილური ტელეფონის გამოგონებამ ჩვეულებრივი აპარატი ყველას დაავიწყა. მობილური უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა და საოცრად პოპულარულიც გახდა. 

1983 წლის 6 მარტს გაყიდვაში პირველი პორტატული ფიჭური ტელეფონი კომპანია "მოტოროლამ" გამოუშვა. მის დამზადებაზე 100 მლნ დოლარი დაიხარჯა. პირველი ტელეფონი 794 გ იწონიდა და 3.995 დოლარი ღირდა. ფიჭური ტელეფონების შექმნის იდეა პირველად 1946 წელს გაჩნდა. სატელეფონო კომპანიამ ტელეფონისა და რადიომიმღების "შეჯვარებით" პირველი გადასაადგილებელი ტელეფონი დაამზადა. მას ძირითადად, მძღოლები იყენებდნენ. 12 კგ-იანი აპარატი საბარგულში მონტაჟდებოდა, კაბელით მასზე მიერთებული ყურმილი - სალონში, ხოლო ანტენა - საბარგულზე. 1978 წელს ნიუ-იორკის 545 კლიენტს უკვე ჰქონდა ასეთი აპარატი, შემდეგ მობილური ტელეფონი სატარებლად უფრო მოსახერხებელი გახდა და 1990 წელს 11 მლნ ადამიანის ჰქონდა ფიჭური ტელეფონი (2007 წლის მონაცემებით, მობილურების მფლობელთა რიცხვი 2,15 მლრდ-მდე გაიზარდა). 

დღეს მობილური ტელეფონით ვერავის გააკვირვებ. ცოტა ხნის წინ კანში გამართულ მილიონერების აუქციონზე შვედურმა კომპანიამ ყველაზე ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი PICE UNIQUE გამოიტანა. ოქროთი ხელნაკეთი აპარატი ბრილიანტებითაა გაფორმებული. იგი ერთ-ერთმა ბიზნესმენმა 1,2 მლნ დოლარად შეიძინა. 

დაბოლოს, სტატისტიკის მიხედვით, კორეელი თინეიჯერი წელიწადში 20 ათას სმს-ს გზავნის (დღეში დაახლოებით, 60-ს); მრავალ ქვეყანაში ოპერატორები აბონენტებს მობილურებით აცნობებენ მოსალოდნელი საფრთხის (შტორმი, მიწისძვრა) შესახებ; იაპონელებმა მობილური ტელეფონით რომანების წერა დაიწყეს - 2007 წელს ათი გაყიდული რომანიდან ხუთი მობილურზე იყო აკრებილი; ესტონეთში კი არჩევნებზე ხმის მიცემა უკვე ტელეფონის მეშვეობითაც შეიძლება. 


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/14944-pirveli-telefoni-da-mobilurith-akrebili-romani.html#ixzz1N4gaGsSW

პირველი ტელეფონი

მსოფლიოში პირველი ტელეფონის დემონსტრირება მოახდინა გერმანელმა ფილიპ რეისმა (1834-1874) 1861 წლის 26 ოქტომბერს მაინის ფრანკფურტში. ტელეფონისაღმოჩენას წინ უსწრებდა ტელეგრაფის აღმოჩენა. 
1863 წელს რეისის ტელეფონის დემონსტრირება მოახდაინა დოქტორმა ოტტო ფელგერმა ფრანკფურტში ვიზიტით მყოფ ავსტრიის კაიზერის და ბავარიის მეფის წინაშე.
1865 წელს რეისის ტელეფონები გაიგზავნა ლონდონში, დუბლინში და კავკასიის მთავარ ქალაქში თბილისში.
თბილისში რეისის ტელეფონის აპარატი მოხვდა პეტერბურგიდან, სადაც ის დემონსტრირების მიზნით ჩაიტანა ტელეგრაფის აპარატის გამომგონებელმა დ. იუზამ. ამრიგად, თბილისში პირველი ტელეფონის აპარატი აღმოჩნდა პრაქტიკულად მისი გამოგონებისთანავე.
1865 წელს მანჩესტერში პროფესორმა “კლეფტინმა ”ლიტერატურულ და ფილოსოფიურ საზოგადოებაში” მოახდინა რეისის ტელეფონის დემონსტრირება.
სამწუხაროდ მაინის ფრანფურტში მაშინ სათანადოდ ვერ შეაფასეს ფილიპ რეისის ტელეფონის მნიშვნელობა, რაც გამომგონებელმა მწარედ განიცადა. თუმცა რეისმა არ იცოდა, რომ მისი გამოგონება გაურკვეველი გზით მოხვდებოდა შოტლანდიაში, ქ.ედინბურგის უნივერსიტეტში, რაც ტელეფონს საბოლოოდ სახელს და დიდებას შესძენდა. ამ დროს მას სხვა საზრუნავი ჰქონდა - მძიმე ავადმყოფობამ ხმა დაუკარგა, ხმა, რომლის მანძილზე გადაცემასაც იგი ცდილობდა.
1885 წელს ფილიპ რეისს ფრანკფურტში ძეგლი დაუდგეს. ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ფრანკფურტში ასეთი დეპეშა გამოაგზავნა: ”პატივი, რომელიც არ მიაგო მსოფლიომ ფილიპ რეისს სიცოცხლეში, ახლა მაინც ვერ აუვლის გვერდს, როცა იგი ჩვენს შორის აღარ არის, მისი უდიდესი გონება ხომ კვლავ ცოცხალია და წინ მიჰყავს სამყარო”.
1886 წელს გაზეთი ”კავკაზი” რეისის გამოგონების შესახებ წერდა:
”დღეს დეპეშების გადაცემა ისევე ჩვეულებრივი გახდა, როგორც წერილი ან რკინიგზებზე მიმოსვლა. მაგრამ შესაძლებელი იქნება თუ არა, როდესმე ჩვენთვის ერთმანეთთან ლაპარაკი ზღვებისა და ხმელეთის გავლით ისე, რომ ჩვენმა ყურმა მოისმინოს? პირველი ნაბიჯი ამ მხრივ გადადგა ბატონმა რეისმა. მან მოაწყო განსაკუთრებული აპარატი, რომელსაც ტელეფონი უწოდა და მისი დახმარებით ის აპირებს შორეულ 

morzes anbani


მორზეს ანბანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მორზეს ანბანი
SOS სიგნალი მორზეს ანბანის საშუალებით
მორზეს ანბანი — სიმბოლოთა კოდირების ერთ-ერთი საშუალებაა. მისი საშუალებით ანბანის თითოეული ასოს, ციფრების და სასვენი ნიშნების ნაცვლად გამოიყენება გრძელი და მოკლე სტანდარტული ელემენტები. ეს ელემენტები შეიძლება იყოს ხმოვანი სიგნალები ან ნიშნები და ცნობილია როგორც „წერტილები“ და „ტირეები“.
მისი შემქმნელია სამუელ მორზე და პირველ სწორედ მის ტელეგრაფში გამოიყენებოდა 1840-იან წლებში. ასევე აქტიურად გამოიყენებოდა რადიო კომუნიკაციაში 1890-იან წლებში.

კომუნიკაცია

კომუნიკაცია (ლათინურიდან Communico - საერთოს ვხდი), ფართო გაგებით, არის ინფორმაციის გაცვლა ინდივიდებს შორის სიმბოლოთა საერთო სისტემის საშუალებით. კომუნიკაცია შეიძლე განხორციელდეს ვერბალური ან არავერბალური მეთოდებით. განასხვავებენ ასევე კომუნიკაციის განხორციელების მექანიკურ და შემოქმედებით მიდგომებს. კომუნიკაცია, მექანიკური მიდგომით, არის ცალმხრივ მიმართული პროცესი ინფორმაციის კოდირებისა და გადაცემის ინფორმაციის წყაროდან ინფორმაციის მიმღებამდე. კომუნიკაცია, შემოქმედებითი მიდგომით, არის კომუნიკაციის მონაწილეთა ერთობლივი მოღვაწეობა, რომლის დროსაც გამომუშავდება საგნებზე და მოქმედებებზე საერთო (გარკვეულ ზღვრამდე) შეხედულებები.