Sunday, May 22, 2011

პირველი ტელეფონი

მსოფლიოში პირველი ტელეფონის დემონსტრირება მოახდინა გერმანელმა ფილიპ რეისმა (1834-1874) 1861 წლის 26 ოქტომბერს მაინის ფრანკფურტში. ტელეფონისაღმოჩენას წინ უსწრებდა ტელეგრაფის აღმოჩენა. 
1863 წელს რეისის ტელეფონის დემონსტრირება მოახდაინა დოქტორმა ოტტო ფელგერმა ფრანკფურტში ვიზიტით მყოფ ავსტრიის კაიზერის და ბავარიის მეფის წინაშე.
1865 წელს რეისის ტელეფონები გაიგზავნა ლონდონში, დუბლინში და კავკასიის მთავარ ქალაქში თბილისში.
თბილისში რეისის ტელეფონის აპარატი მოხვდა პეტერბურგიდან, სადაც ის დემონსტრირების მიზნით ჩაიტანა ტელეგრაფის აპარატის გამომგონებელმა დ. იუზამ. ამრიგად, თბილისში პირველი ტელეფონის აპარატი აღმოჩნდა პრაქტიკულად მისი გამოგონებისთანავე.
1865 წელს მანჩესტერში პროფესორმა “კლეფტინმა ”ლიტერატურულ და ფილოსოფიურ საზოგადოებაში” მოახდინა რეისის ტელეფონის დემონსტრირება.
სამწუხაროდ მაინის ფრანფურტში მაშინ სათანადოდ ვერ შეაფასეს ფილიპ რეისის ტელეფონის მნიშვნელობა, რაც გამომგონებელმა მწარედ განიცადა. თუმცა რეისმა არ იცოდა, რომ მისი გამოგონება გაურკვეველი გზით მოხვდებოდა შოტლანდიაში, ქ.ედინბურგის უნივერსიტეტში, რაც ტელეფონს საბოლოოდ სახელს და დიდებას შესძენდა. ამ დროს მას სხვა საზრუნავი ჰქონდა - მძიმე ავადმყოფობამ ხმა დაუკარგა, ხმა, რომლის მანძილზე გადაცემასაც იგი ცდილობდა.
1885 წელს ფილიპ რეისს ფრანკფურტში ძეგლი დაუდგეს. ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ფრანკფურტში ასეთი დეპეშა გამოაგზავნა: ”პატივი, რომელიც არ მიაგო მსოფლიომ ფილიპ რეისს სიცოცხლეში, ახლა მაინც ვერ აუვლის გვერდს, როცა იგი ჩვენს შორის აღარ არის, მისი უდიდესი გონება ხომ კვლავ ცოცხალია და წინ მიჰყავს სამყარო”.
1886 წელს გაზეთი ”კავკაზი” რეისის გამოგონების შესახებ წერდა:
”დღეს დეპეშების გადაცემა ისევე ჩვეულებრივი გახდა, როგორც წერილი ან რკინიგზებზე მიმოსვლა. მაგრამ შესაძლებელი იქნება თუ არა, როდესმე ჩვენთვის ერთმანეთთან ლაპარაკი ზღვებისა და ხმელეთის გავლით ისე, რომ ჩვენმა ყურმა მოისმინოს? პირველი ნაბიჯი ამ მხრივ გადადგა ბატონმა რეისმა. მან მოაწყო განსაკუთრებული აპარატი, რომელსაც ტელეფონი უწოდა და მისი დახმარებით ის აპირებს შორეულ 

No comments:

Post a Comment